შალვა პაპუაშვილი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ მიმდინარე წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30-ე წლისთავი აღინიშნება.
