არ მჯერა, რომ სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული - ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა
არ მჯერა, რომ სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული - ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტიდან და საქართველოში ბრუნდება, როგორც თავად ამბობს, იმისთვის, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი დაიცვას. სალომე ზურაბიშვილმა თქვა ისიც, რომ საქართველოს პოზიციების დასაცავად გეგმავდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლას, თუმცა მთავრობისგან უარი მიიღო. ამ განცხადების შემდეგ ოპოზიურ პოლიტიკურ სპექტრში შეიქმნა მოლოდინი, რომ პრეზიდენტი გვარამიას შეიწყალებდა, თუმა დღის ბოლოს სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არავის შეწყალებას არ აპირებს
