ახალგაზრდა მოხალისეებმა მთელი საქართველოდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიის შედეგები წარადგინეს
ახალგაზრდა მოხალისეებმა მთელი საქართველოდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიის შედეგები წარადგინეს. 6-თვიანი კამპანია, გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰელფინგ ჰენდთან პარტნიორობით განხირციელდა. პროექტის სახელწოდებაა, "მოზარდი მოხალისეების ჩართულობა კოვიდ-19-ის გამოწვევების საპასუხოდ საქართველოში", რომელშიც 63 მუნიციპალიტეტიდან, 150-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
