თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო პროცესის ჰიბრიდული მოდელით გაგრძელებასა და ფინალური გამოცდების ონლაინ ჩატარებას კვლავ ითხოვენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო პროცესის ჰიბრიდული მოდელით გაგრძელებასა და ფინალური გამოცდების ონლაინ ჩატარებას კვლავ ითხოვენ. ამ მოთხოვნებით, სტუდენტები უკვე რამდენიმე კვირაზე მეტია უნივერსიტეტში საპროტესტო აქციებს მართავენ. ცოტა ხნის წინ, სტუდენტებმა რექტორის კაბინეტი დაიკავეს და თქვეს, რომ ტერიტორიას არ დატოვებენ იქამდე, სანამ გიორგი შარვაშიძე მათ არ შეხვდება.
