"ნაცმოძრაობა" აქციებს აანონსებს
საქართველო ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება, ნაციონალური მოძრაობა კი, საპროტესტო აქციებისთვის ემზადება. აქცია დაანონსებულია, როომელიც 20 ივნისს გაიმართება. ორგანიზატორი, მოძრაობა სირცხვილია იქნება, პროტესტს ნაციონალური მოძრაობა უერთდება. მიიღებენ თუ არა მონაწილეობას აქციაში სხვა ოპოზიციური პარტიები, ეს უახლოეს დღეებში გაირკვევა. ორგანიზატორები განმარტავენ , რომ შეკრების მიზანია, დასავლეთს, ქართველი ხალხის ევროპისადმი ერთგულება აჩვენონ.
