უპრეცედენტო პროექტი კუნთოვანი ატროფიით დაავადებულთათვის
უპრეცედენტო პროექტი კუნთოვანი ატროფიით დაავადებულთათვის. . სახელმწიფოს გადაწყვეტილებით ყველა პაციენტი ძვირადღირებულ პრეპარატს უსასყიდლოდ იღებს. ბენეფიციართა უმრავლესობისთვის აქამდე დაავადების მედიკამენტური მკურნალობა მაღალი ფასის გამო, მიუწვდომელი იყო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, პროგრამაში ჩართულ ერთ-ერთ ოჯახს ესტუმრა და აღნიშნა, რომ მედიკამენტს, დაავადების სირთულის მიუხედავად, ყველა პაციენტი მიიღებს და ბენეფიციართა დაფინანსება უწყვეტად გაგრძელდება. სპინალურ - კუნთოვანი ატროფიის სამკურნალო პრეპარატის ერთი ფლაკონის ღირებულება 7- ი ათას 485 დოლარია, რაც 12 დღის დოზას შეადგენს.
