„ჩვენებურები“ - თბილისში პირველად თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა
„ჩვენებურები“ - თბილისში პირველად თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ღონისძიება საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნა , სიტყვით გამოვიდა ეკონომიკის მინისტრი. მთავრობის წევრებმა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალისა და ბიზნეს გარემოს შესახებ ისაუბრეს. ფორუმი მიზნად ისახავს საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაცნობას , თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის ხელშეწყობით საქართველოში ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას. ფორუმის ფარგლებში საქართველოში 100-ზე მეტი თურქი მეწარმე, პოტენციური ინვესტორი, თურქეთის სხვადასხვა რეგიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრები, სასოფლო-სამეურნეო, კვების, მსუბუქი მრეწველობის, ტურიზმისა და სხვა სფეროს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ.
