ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის განვითარებასა და გაძლიერებაში
ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის განვითარებასა და გაძლიერებაში - დიმპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად დაავადაბათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ღონისძიება გაიმართა. განიხილეს თანამშრომლობის ფარგლებში ის მნიშვნელოვანი პროექტები და შედეგები, რომლებიც შტატების ჩართულობით საქართველოში განხორციელდა. სიტყვით გამოსვლისას მხარეებმა აღნიშნეს რომ საქართველო რეგიონში ლიდერ ქვეყანად უნდა იქცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის კუთხით. შეხვედრას ჯადაცვის მინისტრი, აშშ-ის ელჩი, ასევე საქართველოსა და ამერიკის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
