ექსტრემალური და სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებს აჭარაში კიდევ ერთი კანიონი უმასპინძლებს
ექსტრემალური და სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებს აჭარაში კიდევ ერთი კანიონი უმასპინძლებს. კაპნისთავის კანიონი, ტურისტების მისაღებად უკვე მზადაა. ახალი კანიონი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა გიდებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად დალაშქრა. კაპნისთავის კანიონი ბათუმთან ახლოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპნისთავში მდებარეობს.
