სროლა თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე
სროლა თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე. დაჭრილია 47 წლის მამაკაცი, რომელიც ამერიკულ ჰოსპიტალში მკურნალობს. ექიმის ინფორმაციით, დაჭრილს ოპერაცია ჩაუტარდადა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და კრიმინალური სამსახური. გამოძიება შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით დაიწყო.
