ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ბრალდებებს პასუხობს
„ბატონ ივანიშვილს საქმიანობა გამოუცხადებელი სანქციების პირობებში უწევს“ - ამის შესახებ ვიქტორ ყიფიანმა, ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციაში შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზეა საუბარი. ივანიშილის ადვოკატის თქმით, მათ საქმეში ხელოვნური დაბრკოლებები 4- ი მარტიდან დაიწყო, რომელიც მისივე განმარტებით, აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესებით არის განპირობებული. ვიქტორ ყიფიანის შეფასებით, რეზოლუციაში არის მძიმე ბრალდებები კონკრეტული დასაბუთების გარეშე.
