ნიდერლანდების მსგავსად საქართველოს ევროპულ მისწრაფებას მხარს უჭერს ხორვატია
ნიდერლანდების მსგავსად საქართველოს ევროპულ მისწრაფებას მხარს უჭერს ხორვატია. ევროკავშირის წევრი ქვეყანა მიესალმება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ევროინტეგრაციის გზაზე დაწინაურების ძლიერი მხარდამჭერია . ცნობილია, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ხორვატიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ეწვევა. კოლეგები საქართველოში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა მოიწვია. ზაგრებში საპარლამენტო კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა . მაკა ბოჭორიშვილი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის გარდა, ევროპულ საქმეთა კომიტეტს, პარლამენტის ვიცე - სპიკერსა და მეგობართა ჯგუფს შეხვდა.
