ნიდრელანდები მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას
ნიდრელანდები მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას. ქვეყნის დასავლური კურსი და სწრაფვა ევროპისკენ - ნიდერლანდებში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო . ილია დარჩიაშვილი ნიდერლანდების სამეფოს ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენა , ამ კონტექსტში ყურადღება დაეთმო საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და ვითარებას ოკუპირებულ რეგიონში.
