ომის 107-ე დღე
ომის 107-ე დღე. უკრაინა დონბასში ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინულ ძალებს ზაპოროჟიესა და ხარკოვში გარკვეული წარმატებები აქვთ. ამ დრომდე მძიმეა ვითარება ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკში, რომლის ძირითად ნაწილსაც ოკუპანტები აკონტროლებენ.
