ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევების შესახებ ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია მიიღო. მას მხარი 308 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 218 წავიდა. საბოლოო გადაწყვეტილება, გახდება თუ არა ჩვენი ქვეყანა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ცნობილი 24 ივნისს გახდება. ცოტა ხნის წინ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა და მიღებული რეზოლუცია შეაფასა.
