პრეზიდენტის ვიზიტი იტალიაში
იტალიაში, საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად გამართულ ვახშამზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ქართველებს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ყველაზე დიდი მხარდაჭერის იმედი იტალიისგან აქვთ. პრეზიდენტის განცხადებით, მისთვის პატივია იმყოფებოდეს იტალიაში იმ დროს, როცა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას ელოდება.
