სიმსივნის სამკურნალო მედიკამენტი რომელმაც 100 პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა
უპრეცედენტო, დაუჯერებელი და იმედის მომცემი - ასე შეფასდა სწორი ნაწლავის კიბოს კვლევის კლინიკური ცდის შედეგები, რომელიც ნიუ-იორკში ჩატარდა. კვლევაში მონაწილე ყველა ონკოლოგიური პაციენტი ამჟამად სიმსივნის გარეშე ცხოვრობს. მათ სამკურნალოდ პრეპარატი „დოსტარლიმაბი“ გამოიყენეს. მედიკამენტმა 100 პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა.
