კანდიდატის სტატუსი - ოპოზიციის ახალი ტაქტიკა
კანდიდატის სტატუსი მკაცრი პირობებით - ოპოზიცია ახალ ვერსიაზე ალაპარაკდა. სალომე სამდაშვილი დარწმუნებით ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის უპირობო სტატუსს ვერ მიიღებს. ოპოზიციის რიტორიკა უცვლელია, თუმცა მძიმე და კრიტიკული განცხადებების მიუხედავად, ამბობენ, რომ მათი შეფასებები ევროპელი ლიდერების გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს და ნებისმიერ შესაძლო სცენარზე, პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. მმართველი გუნდი კი, ოპოზიციის ახალ ტაქტიკასა და მათ მიერ შემუშავებულ დამზღვევ ვერსიაზე საუბრობს.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
