წალენჯიხის ოპოზიციონერ მერს ახალი მოადგილე ჰყავს
წალენჯიხის ოპოზიციონერ მერს ახალი მოადგილე ჰყავს. ივანე ბურდულმა ლაშა ზარქუა შეცვალა, რომელმაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, მიზეზად კი ადგილობრივი ხლისუფლების მხრიდან სოფლის პროგრამის ჩავარდნა დაასახელა. მმართველი გუნდი, რომელიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში უმცირესობაშია, მიიჩნევს, რომ ახალი მოადგილე, რომელიც რეგიონისთვის უცხოა, მერმა პარტიული ნიშნით შეარჩია.
სიუჟეტის ავტორი: ნინო ჩუბინიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
