ანდრიუს კუბილიუსის და რასა იუკნევიჩიენეს ღია წერილი ქართველ ხალხს
ნდრიუს კუბილიუსის და რასა იუკნევიჩიენეს ღია წერილი ქართველ ხალხს. ევროდეპუტატები ამბობენ, რომ ქვეყანაში ვითარება გაუარესდა. მათივე თქმით, შესაძლოა დადგეს მომენტი, როცა საქართველოს მოსახლეობას მოუწევს გადაწყვიტოს, რას აირჩევს –ქართულ ოცნებას თუ ევროპულ მომავალს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კუბილიუსი და იუკნევიჩიენე ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერების ინტერესების დამცველები იყვნენ და არა საქართველოს ინტერესების გამტარებლები, შესაბამისად, სახელისუფლებო გუნდის წევრებს მიაჩნიათ, რომ ორი ევროპარლამენტარის ეს განცხადება ევროპარლამენტის და ევროკავშირის საერთო პოზიციასთან არ უნდა გაიგივდეს.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
