ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კომისიის ფარგლებში ჩამოყალიბდება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მდინარე იორდანეზე კულტურის ცენტრის კონცეფციაზე იმუშავებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კონცეფციაზე მუშაობა უმოკლეს ვადაში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობა დაიწყება. პრემიერ-მინისტრი სამთავრობო კომისიის მუშაობას პირადად უხელმძღვანელებს.
