100-ზე მეტი ქალი მეწარმის მონაწილეობით თბილისი, საქართველო-ესტონეთის მეწარმე ქალთა ბიზნესფორუმს მასპინძლობს
100-ზე მეტი ქალი მეწარმის მონაწილეობით თბილისი, საქართველო-ესტონეთის მეწარმე ქალთა ბიზნესფორუმს მასპინძლობს. ღონისძიება საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო პალატების ორგანიზებით იმართება. ფორუმი გამოწვევების პერიოდში ბიზნესის განვითარების თემას მიეძღვნა. ფორუმის მიზანია დამწყები და წარმატებული ქალი მეწარმეებისთვის ინფორმაციის მიწოდება და ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოცდილების გაზიარება.
