ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 107-ე შეხვედრა დასრულდა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 107-ე შეხვედრა დასრულდა. მონაწილეებმა გამყოფ ხაზთან, წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ინციდენტები განიხილეს, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები და უკანონო დაკავების შემთხვევები. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოითხოვა საქართველოს უკანონოდ დაკავებული 7 მოქალაქის გათავისუფლება. უსაფრთხოების გარდა მხარეებმა ჰუმანიტარული საკითხებიც განიხილეს, მათ შორის სარწყავი არხების პრობლემა და ოკუპირებულ ახალგორში შექმნილი რთული ჰუმანიტარული მდგომარეობა.
