ევროპარლამენტარებმა ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიენემ წერილი გამოაქვეყნეს და ქართველ ხალხს მითითებას აძლევენ
ევროპარლამენტარებმა ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიენემ წერილი გამოაქვეყნეს და ქართველ ხალხს მითითებას აძლევენ. ევროდეპუტატები ამბობენ, რომ შესაძლოა დადგეს მომენტი, როდესაც საქართველოს მოსახლეობას მოუწევს გადაწყვიტოს, რას აირჩევს –ქართულ ოცნებას თუ ევროპულ მომავალს. ნაციონალური მოძრაობის მოკავშირე ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლების შეფასებით, საქართველოში ვითარება გაუარესდა და ამის მაგალითად მიხეილ სააკაშვილის დაკავება მოჰყავთ. ორი ევროპარლამენტარის წერილს, თბილისში შეფასებები მოჰყვა.
