შალვა პაპუაშვილი, რობერტა მეცოლასთვის გაგზავნილ წერილში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე საუბრობს
შალვა პაპუაშვილი, რობერტა მეცოლასთვის გაგზავნილ წერილში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე საუბრობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წერილში, ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატების შესახებაც წერს. პაპუაშვილი ამბობს, რომ მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე დისკუსია ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, მისი განცხადებით, ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის ფართო კონტექსტი ახლა უფრო რელევანტური უნდა იყოს, ვიდრე ყოველდღიურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. შალვა პაპუაშვილმა იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანაში გატარდა. პარლამენტის თავმჯდომარე წერს, რომ მიღწევები გვქონდა რუსეთის რეალური აგრესიული ქმედებებისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე, რაც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს.