ხმაური იყო პლენარულ სხდომაზე
ხმაური იყო პლენარულ სხდომაზე. ერთმანეთს სიტყვიერად ქართული ოცნების ლიდერები და სტრატეგია აღმაშენებლის წევრები დაპირისპირდნენ. ოპოზიციის წევრებს უმრავლესობის ლიდერის, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადება არ მოეწონათ. ირაკლი კობახიძემ, ეროვნული იდენტობის მიმართ შეტევის ახალ ტალღაზე ისაუბრა. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის კამპანიას ძმები ბერძენიშვილები განაგრძობენ.
