საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში
საქართველომ გადადგა თავისი ნაბიჯი. ახლა ჯერი ევროკავშირზეა. ამ სიტყვებით პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტის პრეზიდენტს მიმართა. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ არსებული გეოპოლიტიკური წნეხის გათვალისწინებით, ევროკავშირმა საქართველოს დაუყოვნებლივ უნდა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი
