ტურიზმის პოპულარიზაცია
საქართველოს შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა საუდის არაბეთში წამყვანი ტურისტული სააგენტოებისა და უმსხვილესი ავიაკომპანიების ხელმძღვანელებისთვის პრეზენტაცია გამართა. კერძო სექტორთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო ტურისტულად მიმზიდველი და უსაფრთხო ქვეყანაა.
