„რა არის ევროპა?!“
„რა არის ევროპა?!“ - თემაზე კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგზე მნიშვნელოვანი დრო ევროპის კავშირის შექმნის ისტორიას დაეთმო. მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს, თუ რა ეტაპები გაიარა ევროკავშირმა გაფართოების პროცესში.
