სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში
მთავრობამ, ელჩების, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელთა დანიშვნასა და გათავისუფლებაზე, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გასამიჯნად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს არ ანიჭებს, როგორც აღმასრულებელ ძალაუფლებას, ასევე, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვაში მონაწილეობის უფლებამოსილებას, შესაბამისად, მთავრობა მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ ელჩების დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე წარდგინებათა უარყოფა, არ წარმოადგენს მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას.
