უკრაინაში ყველაზე ცხელი წერიტილები ისევ დონეცკი და ლუგანსკია
უკრაინაში ყველაზე ცხელი წერიტილები ისევ დონეცკი და ლუგანსკია. აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება სევეროდინეცკში. ანგარიში უკრაინის საზღვაო ძალებმა გამოაქვეყნა. აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის გემების ჯგუფმა უკრაინის სანაპიროდან ასს კილომეტრზე მეტი მანძილით უკან დაიხია. თუმცა ზღვიდან დარტყმების რისკი ისევ დიდია. რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკირებასა და ამის გამო მარცვლეულის ექსპორტის კრიზისზე უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა. საკითხი მთავარი თემა იყო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. გაეროში, უკრაინამ რუსეთისთვის მუდმივი წევრის სტატუსის შეწყვეტა მოითხოვა.
