პრეზიდენტმა, პრორუსული და ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების გააქტიურების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა
პრეზიდენტმა, პრორუსული და ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების გააქტიურების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა. სალომე ზურაბიშვილი წერს რომ „ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, ლოგიკას არ ექვემდებარება, პრორუსული და ანტიევროპული ჯგუფების გააქტიურება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მომენტებში იყოს სპონტანური და არამართული. პრეზიდენტი ამბობს რომ ეს არის გეგმა, რათა მსგავსი პროვოკაციებით, საქართველოს ხელი შეეშალოს ევროინტეგრაციის გზაზე, წარმოჩინდეს, როგორც ანტიდასავლური და ანტიევროპული სახელმწიფო.
