პარლამენტის თავმჯდომარე, ევროპარლამენტის პრეზიდენტს მიმართავს
პარლამენტის თავმჯდომარე, ევროპარლამენტის პრეზიდენტს მიმართავს. წერილში, შალვა პაპუაშვილი რობერტა მეცოლას იმ დებატების შესახებ წერს, რომელიც ხვალ ევროპარლამენტშია დაგეგმილი. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე დისკუსია ყოველთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, პაპუაშვილი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის ფართო კონტექსტი ახლა უფრო რელევანტური უნდა იყოს, ვიდრე ყოველდღიურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. „საქართველომ გადადგა თავისი ნაბიჯი