ოპოზიციის რეზოლუცია
რეზოლუციის პროექტი, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას უჭერს მხარს, დუბლინში, ალდეს კონფერენციაზე დაამტკიცეს. დოკუმნეტის მხარდამჭერი ქვეყნები ევროკავშირის მმართველი კოალიციის წევრები არიან, რაც ევროკავშირის მხრიდან პოზიტიური პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინს ქმნის. რეზოლუციის პროექტი ხუთი ქართული ოპოზიციური პარტიის მიერ იყო ინიცირებული.
