საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი 5:2 დაამარცხა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის მეორე მატჩი ბულგარეთში გამართა. შეხვედრა რაზგრადში, „ლუდოგორეცის“ სტადიონზე გაიმართა. ქართველებმა ბულგარეთის ნაკრები დიდი სხვაობით, 5:2 დაამარცხეს. ზურიკო დავითაშვილმა საქართველოს ნაკრები მე-4 წუთზე დააწინაურა. პირველ ტაიმში გაცილებით მწვავედ საქართველოს ნაკრები უტევდა. 31 წუთზე მარცხენა ფლანგიდან გოლი ირაკლი აზაროვმა შექმნა – ბურთი კარში მცველისგან ასხლეტით შევარდა და ავტოგოლი ჰრისტოვს ჩაეთვალა. 2:0 – პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მოიგო. ბულგარელმა ილიევმა თავური დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა, თუმცა ორ წუთში ზივზივაძემ წონასწორობა აღადგინა – 3:1. 58 წუთზე – ხვიჩა კვარაცხელიამ თავად გამოიმუშავა პენალტი და გოლი გაიტანა. ვაკო ყაზაიშვილი თამაშში კვარაცხელიას ნაცვლად 67-ე წუთზე ჩაერთო და გოლიც გაიტანა.
