რადიკალური ოპოზიციის სცენარი
ევროპის გადაწყვეტილება ახლოვდება. ტრიოს ქვეყნები კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის გადაწყვტილებას ელოდებიან. საკითხზე ევროპელ ლიდერებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. კანდიდატის სტატუსის გარშემო დაპირისპირება გრძელდება თბილისში პოლიტიკურ ძალებს შორის. მმართველი გუნდის აღმასრულებელი მდივანი აცხადებს, რომ ოპონენტების გარკვეული ნაწილის სურვილები, ანტიქართული და ანტიევროპულია.
