წყალდიდობა კუბაში
კუბაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ძლიერი წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ სამი ადამიანი იმსხვერპლა. დატბორილია ასობით საცხოვრებელი სახლი. სტიქიური უბედურების ზონიდან ორი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. წყალდიდობის შედეგად 50-ი ათასამდე ადამიანი ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი დედაქალაქ ჰავანაში.
