მასობრივი არეულობები პერუში
მასობრივი არეულობები პერუში. ქვეყნის დედაქალაქ ლიმაში პრეზიდენტ კასტილიოს გადადგომის მოთხოვნით ათასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა პერუს ლიდერი კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულეს. აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაკავებულია ათობით აქტივისტი.
