ყაზახეთში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე რეფერენდუმი ტარდება
ყაზახეთში საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე რეფერენდუმი ტარდება. ამომრჩევლებმა უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირება, სამთავრობო სტრუქტურების უფლებამოსილებისა და პოლიტიკურ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა. შუადღისთვის რეფერენდუმზე ელექტორატის აქტივობამ 43-ი პროცენტი შეადგინა. ხმის მიცემის უფლება 11-ტ მილიონზე მეტ რეგისტრირებულ ამომრჩეველს აქვს.
