რეჯეფ თაიფ ერდოღანი პრეზიდენტის პოსტის დაკავებას კიდევ ერთხელ შეეცდება.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი პრეზიდენტის პოსტის დაკავებას კიდევ ერთხელ შეეცდება. მისი კანდიდატურა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველმა „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიამ წარადგინა. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში 2023-მ წელს ჩატარდება. ოპოზიციას საკუთარი კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებია. ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტის პოსტს 2014-ი წლიდან იკავებს. მანამდე ის 11-ი წლის განმავლობაში პრემიერ მინისტრის პოსტს იკავებდა.
