“გარბენი უკრაინისთვის“
“გარბენი უკრაინისთვის“. კახეთში , ამ სახელწოდების მარათონისთვის მზადება ამ წუთებში მიმდინარეობს. შეგროვებული თანხა ომით დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ითამაშონ მაგიდის ჩოგბურთი და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში ჩაერთონ. ადგილზე უკრაინელი ბავშვების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვაც მოეწყობა. გარბენის დასრულებისა და გამარჯვებულების დაჯილდოების შემდეგ გაიმართება ჯგუფ მგზავრების საქველმოქმედო კონცერტი. ღონისძიების ორგანიზატორია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.
