ქართველი ძალოსნების 4 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
საქართველოს ძალოსანთა ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთის დედაქალაქში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვა. ევროპის ვიცე ჩემპიონის ტიტული გიორგი ჩხეიძეს ერგო, 109 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ქალთა შორის 87-დ კილომდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ანასტასია გოტფრიდმა 106-ს კილოიანი შტანგა დაძლია, რითაც ბრინჯაო მოიპოვა. დღეს, ევროპის ჩემპიონატზე, პლანეტის უძლიერესი მამაკაცი ლაშა ტალახაძე ჩაერთვება, რომელიც, 109 კილოგრამში იასპარეზებს.
