საგრანტო ოფისი და ქართულ-აფხაზური ცენტრი
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჰორიზონ ევროპის საგრანტო ოფისი და ქართულ აფხაზურ ურთიერთობათა ცენტრი გაიხსნა. ცერემონიას განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორ ჯაბა სამუშიასთან ერთად დაესწრო. ოფისის კოორდინატორები ქართველ მკვლევარებს დახმარებას გაუწევენ კონკურენ ტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადებასა და მართვაში.
