თურქეთის პოზიცია
თურქეთის პრეზიდენტის პრეს მდივანი აცხადებს, რომ ანკარის მოთხოვნებთან დაკავშირებით ჰელსინკსა და სტოკჰოლმს ჯერ შესაბამისი ნაბიჯები არ გადაუდგამთ. იბრაჰიმ კალინის თქმით, უსაფრთხოების სფეროში ანკარის მოლოდინების საპასუხოდ შვედეთსა და ფინეთს ჯერ არაფერი გაუკეთებიათ, რის გამოც თურქეთის დამოკიდებულების გადახედვა ამ ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უცვლელია. პრეს მდივანი აცხადებს, რომ თურქეთი ბოლომდე დაელოდება ფინეთისა და შვედეთის მხრიდან ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.
