უკრაინაში აშშ-ის ელჩის განცხადება
ვაშინგტონი უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების გამოძიებაში დახმარებას პირდება. ამის შესახებ უკრაინაში შეერთებული შტატების ელჩმა განაცხადა, რომელიც უკრაინის გენერალურ პროკურორთან ერთად კიევის ოლქის ქალაქ ბოროდიანკაში იმყოფებოდა და რუსული აგრესიის სისასტიკე საკუთარი თვალით ნახა.
