რეჟისორი თემურ ჩხეიძე 78-ი წლის ასაკში გარდაიცვალა
რეჟისორი თემურ ჩხეიძე 78-ი წლის ასაკში გარდაიცვალა. თემურ ჩხეიძე არის 100 -მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლის ავტორი. წლების განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილი თეატრების სცენაზე საქართველოს გამორჩეულ ხელოვანს დადგმული აქვს არაერთი სპექტაკლი. თემურ ჩხეიძეს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება აქვს მინიჭებული. ასევე არის კოტე მარჯანიშვილის, შოთა რუსთაველის, მიხეილ თუმანიშვილისა და კიდევ მრავალი პრემიის ლაურეატი. რეჟისორი წლების განმავლობაში ზრდიდა ახალი თაობის თეატრალებს და ასწავლიდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ უნივერსიტეტში.
