ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი უკრაინაში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებიან. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს წარმომადგენლები უკრაინის განათლების მინისტრსა და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, მადლობა გადაუხადეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კულტურის პალატას გაწეული ჰუმანიტარული და მატერიალური დახმარებისთვის. ანუკი ჩხიკვაძე გვიამბობს უკრაინიდან.
