პრემიერი გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე
საქართველოს პრემიერ მინისტრი ბრატისლავის გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ევროკავშირის ლიდერებს საქართველოს ევროპულ არჩევანზე, ამ არჩევანის დასაცავად მზადყოფნაზე და კანდიდატის სტატუსის მისაღებად გატარებულ რეფორმებზე ესაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა სლოვაკეთში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ საქართველომ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი არ მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსს, ამ გადაწყვეტილებით გახარებული მხოლოდ რუსეთი იქნება. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
