მაკრონის განცხადებას დიმიტრო კულება გამოეხმაურა
საფრანგეთის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ პუტინის შეცდომის მიუხედავად რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული. ემანუილ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ უკრაინაში შეჭრით მან „ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა" დაუშვა და ახლა იზოლირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება. საფრანგეთის პირველ პირის ამ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ტვიტერით გამოეხმაურა: „რუსეთის დამცირების თავიდან აცილების მოწოდებებს, მხოლოდ საფრანგეთის და ყველა სხვა ქვეყნის დამცირება შეუძლია. იმიტომ რომ რუსეთი, საკუთარ თავს თავად იმცირებს. ჩვენ ყველამ სჯობს ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ დავაყენოთ რუსეთი თავის ადგილზე. ეს მშვიდობას მოიტანს და გადაარჩენს სიცოცხლეს“, - წერს დმიტრო კულება.
