საგანმანათლებლო ღონისძიება ბავშვებისთვის
‘წიგნების ბაღში’ ბავშვებისთვის საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება საბურთალოს რაიონის გამგეობამ, იუესაიდის საბაზისო განათლების პროგრამასთან პარტნიორობის ფარგლებში, ერთობლივად ჩაატარა. ღონისძიებაზე საბავშვო მწერლებმა მოსწავლეებს მოთხრობები წაუკითხეს. ჩატარდა როლური თამაშები და წიგნის პერსონაჟების ნახატების გამოფენა. გარდა ამისა ბავშვებმა ადგილზე მიიტანეს წიგნები, რომლებიც „წიგნის ბუდეებში“ დატოვეს და ახალი წიგნები თავად წაიღეს წასაკითხად.
